
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩელსავ გლადკოვის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატიდან საავტომობილო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს.
"წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. მანქანას აქვს დაზიანება", - დაწერა გუბერნატორმა.
მოგვიანებით გლადკოვმა დაწერა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დრონი ბელგოროდის რეგიონში. მას არ დაუზუსტებია ჩამოგდების ადგილი და არც ის, არის თუ არა ეს უპილოტო საფრენი აპარატი იგივე, რომელმაც, მისი თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.