საგამოძიებო კომიტეტს ყველა საფუძველი აქვს, რომ სანდუს წინააღმდეგ საქმე აღძრას - ჯაბაროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, საგამოძიებო კომიტეტს ყველა საფუძველი აქვს მოლდოვის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად. 

"როგორც ჩანს, რუმინეთის მოქალაქეს, ქალბატონ მ.სანდუს, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, რაღაც გონებრივი პრობლემები აქვს. 

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს აქვს ყველა საფუძველი, რომ სანდუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების მუქარის ფაქტზე და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანოს. იოცნებოს, რომ დიდებული რუსეთის მეთაური მის ქვეყანაში ჩავა,რომლის ეკონომიკა და კეთილდღეობა მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული", - დაწერა ჯაბაროვმა.

მაია სანდუმ გუშინ განაცხადა, რომ მოლდოვა მხარს დაუჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ რუსეთის პრეზიდენტს დააკავებენ იმ შემთხვევაში თუ იგი მოლდოვაში ჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი