
ზაპოროჟიეს მიმართულებით, ვასილივკას, ტოკმაკისა და მოლოჩანსკის მიდამოებში რუსული ჯარების რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
"ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ სოფლებში, საიდანაც მტერმა აიძულა ევაკუაცია, რუსი სამხედროები შედიან ცარიელ სახლებში...
თუ საუბარია მტრის ჯარების რაოდენობაზე, გაზრდილია ზაპორიჟიეს ფრონტისკენ", - განაცხადა ფედოროვმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მტრის ჯგუფი განადგურდა სოფელ ბილოზერკასთან, მელიტოპოლიდან არც ისე შორს. ცნობილია, რომ სულ მცირე ათობით მოკლული და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ფედოროვის განცხადებით, ტოკმაკისა და პოლოჰის მახლობლად სამხედრო დაჯგუფება მთლიანად განადგურდა. დაღუპულები ადგილიდან პირდაპირ საფსაფლოებზე გადაასვენეს.
გენშტაბის ინფორმაციით, მტრის საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა ზაპოროჟიეს რეგიონის ჰულიაიპოლეს, მალა ტოკმაჩკასა და სტეპოვეს დასახლებებზე.