
რუსებმა სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, საბავშვო ბაღი დაიბომბა. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ველიკა პისარივკას თემის ტერიტორიაზე - ერთი სარაკეტო აფეთქება. წინასწარი - მსხვერპლის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე", - წერია ინფორმაციაში.