
M1A1 Abrams-ის ტანკებზე უკრაინელების წვრთნა აშშ-ს ძალებმა შესაძლოა მომდევნო კვირაში დაიწყონ. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" პენტაგონის პრესმდივანზე, გენერალმა პეტ რაიდერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაიდერი, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში, დაახლოებით 250 უკრაინელი, სწავლებებისთვის გერმანიაში ჩავა.
უკრაინელები სწავლებას „აბრამსის“ 31 ტანკზე გაივლიან. ტანკები გერმანიაში მიმდინარე თვის დასაწყისში ჩავიდა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამატებით კიდევ 31 M1A1 აბრამსის ტანკები, უკრაინაში შემოდგომაზე ჩავა.
გერმანიაში დაგეგმილი სწავლებები, სავარაუდოდ, 10 კვირა გაგრძელდება და ფოკუსირებული იქნება ტანკების მართვაზე, კომბინირებული შეიარაღების ბრძოლაში მათ მანევრირებაზე და ასევე, მათ მოვლაზე.