"ბახმუტი რუსებისთვის "ხორცსაკეპ მანქანად" იქცა" | კირბი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბახმუტი რუსული ძალებისთვის "ხორცსაკეპ მანქანად" იქცა.

"ეს შეტევა (ბახმუტზე), ფაქტობრივად, საშინლად დაუჯდა რუსეთს და, როგორც უკვე ვთქვი, ის გარკვეულწილად ხორცსაკეპ მანქანად იქცა მათთვის", - განაცხადა კირბიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ ბახმუტთან შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევების საპასუხოდ, რუსებმა დამატებითი ძალების ფლანგებზე გადაყვანა დაიწყეს.

ამასთან, დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა ბრძოლის ინტენსივობის შემცირება ბახმუტში და ქალაქთან ახლოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, მტერი ცდილობს გაძლიერდეს ფლანგებზე და ფსონს დებს საარტილერიო ცეცხლზე, ასევე, ახორციელებს მუდმივ დაბომბვას.

ცნობილია, რომ უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში "ლიტაკის" რაიონის გარკვეულ ნაწილს.

ჰანა მალიარი და აღმოსავლეთის ჯგუფის მეთაური ალექსანდრ სირსკი აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული პროგრესიც აქვთ.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის განცხადებით, საერთო ჯამში, რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში 100 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი