
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ხუთშაბათს, ღამით, რუსეთმა უკრაინაში ირანული წარმოების 36 შაჰიდ-136/131-ის ტიპის დრონი გაისროლა, საჰაერო თავდაცვამ კი ყველა გაანადგურა.
შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი წერს:
"ასპროცენტიანი შედეგი! 36 36-დან. გმადლობთ საჰაერო სარდლობის" დასავლეთის, ცენტრის და პივდენის საბრძოლო მუშაობისთვის. მშვენიერი ნამუშევარი! ალბათ ეს არის საუკეთესო საჩუქარი!"
უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ მტერს განზრახული ჰქონდა შეტევა დასავლეთ რეგიონებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე.