ღარიბაშვილის და ნატოს წარმომადგენლის შეხვედრა არ შედგა - ხავიერ კოლომინამ ქვეყანა დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისში ვიზიტით ჩამოსულმა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელიც საგანგებოდ ღარიბაშვილთან შეხვედრის მიზნით დარჩა საქართველოს დედაქალაქში, ქვეყანა ისე დატოვა, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრა საერთოდ აღარ გაიმართა.

"მთავარს" პრემიერის ადმინისტრაცია არ უკონკრეტებს, რა მიზეზით და ვისი ინიციატივით არ შედგა შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.

შეხვედრა ღარიბაშვილთან დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა კოლომინა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 

ამასთან, ვილნიუსში გასამართ ნატოს სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი არ წავა და საქართველო ამ ისტორიულ ღონისძიებაზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. 

შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინამ თბილისში გუშინ შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თავდაცვის მინისტრთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციასთან. დღის ბოლოს კი ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ნატო შეშფოთებულია საქართველოს მხრიდან განსახორციელებელი რეფორმების ტემპით. მისივე თქმით, ალიანსისთვის შემაშფოთებელი იყო მთავრობის და პარლამენტის ზოგიერთი წევრის რეაქცია, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე. 

კოლომინას განცხადებები:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი