ფინეთმა უკრაინას 109 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტი გაუგზავნა, რომელიც საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 109 მილიონ ევროს შეადგენს.

"ფინეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ფინეთის მიერ მოწოდებული ყველა სამხედრო დახმარების პაკეტის ღირებულება ახლა 1,1 მლრდ ევროს შეადგენს", - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

ოპერატიული მიზეზების გამო და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო  დახმარების მიწოდების ზუსტ შინაარსს, მეთოდსა და დროის არ ასაჯაროებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი