
"რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვერ მოიპოვა დომინანტური უპირატესობა უკრაინის ცაზე" - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინი] შეხვედრაზე, რომელიც დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინას ეძლევა, არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები.
"ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ცის დაცვაში და უკან არ დავიხევთ. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო სივრცეში დომინირება...პუტინმა ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთობიანობა დაინგრეოდა, მაგრამ ჩვენ ვართ იმაზე უფრო ერთიანები, ვიდრე ოდესმე "- თქვა ოსტინმა
"უკრაინელებმა რუსული რაკეტები სიზუსტით ჩამოაგდეს" - აღნიშნავს ოსტინი და ამბობს, რომ უკრაინას აქვს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები აშშ-დან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.
მისივე თქმით, „რამშტეინი“ არ აპირებს უკან დახევას უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად.
ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის საერთო ჯამში 65 მილიარდი დოლარი გამოყო.