
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Interfax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეუძლებელია, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზეა, ქვეყანას მოლაპარაკებები აიძულონ.
"ეს არის ის, რაც მე ჩინელ და ბრაზილიელ წარმომადგენლებს ავუხსენი, არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც უკრაინის საზოგადოებას და ხელმძღვანელობას აიძულებს, დღეს რუსებთან ისაუბროს - სანამ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული ჯარებია", - განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დარჩა, არჩევანი უკვე გააკეთა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენ არ გავჩერდებით. ვისაც სჯერა, რომ არის რაღაც, რამაც შეიძლება დღევანდელ პირობებში რუსეთთან მოლაპარაკება გვაიძულოს, მცდარია", - განაცხადა მან.