
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС-ის ცნობით, დონეცკის სამხედრო ნაწილიდან 7 რუსი სამხედრო გაიქცა, რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი გაქცეული თავად გაქცეულებმა დახვრიტეს, რადგან მან ჩაბარება მოინდომა, კიდევ 3 მალევე დააკავეს, ორი გაქცეული კი მოგვიანებით. ამ დროისთვის, რუსეთი პოლიცია ერთ პირს ეძებს.
"სოლედარის რაიონში, სამხედრო ნაწილიდან შეიარაღებული ყოფილი პატიმრები გაიქცნენ, რომლებიც ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან. მათგან სამი, ბრიანკას რაიონში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად რუსი პატიმრები გადაჰყავს.