
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ დამატებით 50 წლით სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.
პროექტი ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებასა და უკრაინიდან ირანი აქტივების აკრძალვას.
ცნობისთვის, Shahed-ის დრონები რუსეთს ირანმა მიაწოდა მიაწოდა, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა.
28 მაისს ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ირანული დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ 50-ზე მეტი დრონი მოიგერია.