"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტს ჯერეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა და თურქეთი განავითარებს თანამშრომვლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. 

ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.  ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ" - წერს ვოლიდიმირ ზელენსკი 

თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება წინასწარ მიულოცა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. 

შეგახსენებთ, რომ  თურქეთის საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 75%-ია დათვლილიაშედეგები ასე გადამაწილდაერდოღანი - 53,41%, ქილიჩდაროღლუ - 46,65%.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი