ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 ირანული დრონი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა და 29 Shahed-ის დრონი გაანადგურეს.

უწყების ცნობითვე, ღამის განმავლობაში ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურებს.

საერთო ჯამში კასპის ზღვის ტერიტორიიდან რუსეთმა 40 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით კი 35 ირანული დრონი გაუშვა.

ღამით შეტევა იყო დედაქალაქ კიევზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ კიევის მიმართულებით 40-ზე მეტი "საჰაერო სამიზნე" ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი