
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი ლიმანის რეგიონში ფრონტის ხაზთან იმყოფებოდა და იმ ქვედანაყოფებს შეხვდა, რომლებიც ყველაზე "ცხელ წერტილში" ასრულებენ დავალებებს.
სირსკიმ აღნიშნა, რომ მალე უკრაინელი სამხედროები შეტევაზე გადავლენ, ამის მოსამზადებლად კი კონკრეტული ამოცანები განისაზღვრა.
"ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ თავიანთი ხაზებისა და პოზიციების დაცვას, იგერიებენ მტრის ყველა მცდელობას წინ წასულიყვნენ ბელოგოროვსკის, სპორნოეს, ნოვოსელოვსკის, ტორსკის რაიონებში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა პერსონალს და აღჭურვილობას", - ნათქვამა სირსკის განცხადებაში.
სირსკიმ დააჯილდოვა სამხედროები.