
უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა დარჩნენ თავშესაფრებში:
"ქალაქში აფეთქებებია ! ცენტრალურ რაიონებში. დარჩით თავშესაფრებში!" - დაწერა მან "ტელეგრამზე".
მან მოგვიანებით გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვითაც ობოლონსკის რაიონში, გზაზე რაკეტის ფრაგმენტი იწვის.
Suspilne, ქალაქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ნამსხვრევები ასევე ჩამოვარდა პოდილსკის რაიონშიც.
საჰაერო განგაში გამოცხადდა ლვოვშიც.
ცნობისთვის, კიევზე რუსეთმა იერიში მიიტანა ღამითაც. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, გაანადგურეს 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე, მტერმა გამოიყენა დრონები და ფრთოსანი რაკეტები.