საჰაერო ძალებმა კიევის წინააღმდეგ ყველა სამიზნე გაანადგურეს - ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 მაისს, შუადღისით, რუსეთი კიევს დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით დაესხა თავს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, დილის თავდასხმა ღამის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ სულ რაღაც 6 საათში მოხდა.

მისივე ცნობით, წინასწარი ვარაუდით, რუსეთმა თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

"მხოლოდ 6 საათი ღამის შეტევის შემდეგ, აგრესორმა ქვეყანამ კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმა განახორციელა კიევზე. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა," - ამბობს ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

პოპკოს თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა წინასწარი ცნობით, ყველა სამიზნის ჩამოგდება წარმატებით შეძლეს და კიევის არცერთ ობიექტზე დარტყმა არ დაფიქსირებულა. 

პოპკო ამბობს, რომ რუსეთმა საბრძოლო ტაქტიკა შეცვალა, ის აქამდე უკრაინის ტერიტორიას ღამის საათებში ბომბავდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ისეთ დროს გააკეთა, როცა მოქალაქეების უმეტესობა სამსახურში ან გარეთ იმყოფებოდა.

რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის სამ ნაწილში - ობოლონსკის რაიონში, დესნიანსკისა და დნიპროვსკიში ჩამოვარდა. 

CNN წერს, რომ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ უხსენებია პოდოლისკის რაიონი, სადაც, სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, ნამსხვრევები შენობის სახურავს დაეცა, ერთი მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი