
უკრაინის რადამ 8 მაისი ნაციზმის წინააღმდეგ გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 8 მაისი უკრაინაში ოფიციალურად დასვენების დღე იქნება.
"დღეიდან 8 მაისი ოფიციალურად დასვენების დღე იქნება, 1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომში, ნაციზმის წინააღმდეგ გამარჯვების დღე," - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტს 317-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დასამტკიცებლად მას 226 ხმა სჭირდებოდა.