სამშაბათს კიევზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

გამოქვეყნდა:

სამშაბათს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ეს უკრაინის დედაქალაქზე ამ თვეში მე-17 საჰაერო იერიში იყო.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მტერმა შეცვალა ტაქტიკა და რუსეთმა ქალაქს დაარტყა დღისით, როცა მოსახლეობის უმეტესობა სამსახურში ან გარეთ იყო.

თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე სახლი დაზიანდა.

უკრაინული მხარის ცნობითვე, საჰაერო თავდაცვამ 20 დრონი ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი