მედია: მოსკოვში დააკავეს უკრაინელი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების უკან დაბრუნებას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში დააკავეს ორგანიზაცია Save Ukraine Foundation-ის თანამშრომელი, რომელიც რუსეთის მიერ უკანონოდ გატაცებული ბავშვების უკრაინაში ჩაყვანას აპირებდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ დაკავებული უკრაინელი ქალია, რომელიც რუსეთის ფედერაციის "საზღვრებს" მიღმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან ობლების წასაყვანად ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში Save Ukraine-მა განაცხადა, რომ მოახერხეს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებიდან რუსების მიერ გატაცებული 31 ბავშვის დაბრუნება.

სახელმწიფო პორტალ Children of War-ის მონაცემებით, 30 მაისის მდგომარეობით უკრაინიდან დეპორტირებულია სულ მცირე 19 484 ბავშვი, საიდანაც 371-ის  დაბრუნება მოხდა.

ცნობისთვის, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი