
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.
კროზეტომ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი პარლამენტის კომიტეტში სპეცსამსახურების კონტროლის საკითხებზე მოსმენების დროს განიხილა. ამავდროულად, მისი გამოსვლის შინაარსი , თუ რა სახის იარაღს მიიღებს კიევი გასაიდუმლოებულია.
გამოცემა Il Messaggero წერს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შესაძლოა შევიდეს ს SAMP/T სახმელეთო საზენიტო სარაკეტო სისტემაა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
შეგახსენებთ, რომ SAMP/T კომპლექსიუკრაინისთვის იტალიის სამხედრო დახმარების ბოლო, მეექვსე პაკეტში შედიოდა, დამატებით SAMP/T-MAMBA-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად.