
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, უკრაინას აქვს "ლეგიტიმური უფლება“, დაიცვას საკუთარი თავი.
"მას [უკრაინას] აქვს ამის ლეგიტიმური უფლება, რა თქმა უნდა, საკუთარ საზღვრებში, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა მის საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები თავად უკრაინაში", - განაცხადა კლევერლიმ.