
რუსეთში, კრასნოდარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სევერსკის რაიონში ხანძარი იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. მან ცეცხლის გაჩენის მიზეზად, სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა დაასახელა.
გუბერნატორი ამბობს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მისივე განცხადების მიხედვით, დაახლოებით დილის 6 საათისთვის ცეცხლი ლიკვიდირებული იყო.