რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. მომხდარის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"დღეს ვოვჩანსკი კვლავ ცეცხლის ქვეშაა. სამწუხაროდ, მოხდა დარტყმები კერძო სახლებზე. დაიღუპა 60 წლის მოქალაქე, დაშავდა კიდევ ერთი. შემთხვევის ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარება მუშაობს", - წერს სინეგუბოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი