
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, დასავლეთს მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების "ხელშესახები და სანდო" გარანტიები. ინფორმაციას The Guardian-ი AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განსახორციელებლად", - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა შანსს მისცემს "მუდმივი მშვიდობის" დამყარებას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა "დღეს იცავს ევროპას", ამიტომ დასავლეთის ინტერესებშია ერს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები NATO-სგან.