"პუტინს ომი ჯერ არ წაუგია... ის მაშინ დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმიას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა გააძევებენ" | დუდა

გამოქვეყნდა:

"პუტინს ომი ჯერ არ წაუგია... ის მაშინ დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმიას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა გააძევებენ", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა

„ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი ისაა, რომ ფინეთი გაწევრიანდა NATO-ში მაშინ, როცა, მრავალი წლის განმავლობაში, ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი", - განაცხადა დუდამ. 

ის იმედოვნებს, რომ ამ ომში პუტინი დამარცხდება, თუმცა, მისი თქმით, ახლა ფრონტზე ასობით ადამიანი იღუპება, რუსები 100 მილიონზე მეტნი არიან, უკრაინელები კი - 40 მილიონზე ნაკლები.

„ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი