რუსეთმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა - დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

გამოქვეყნდა:

ღამით რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს კიევს. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსეთმა ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების დაცემამ გამოწვია მსხვერპლი.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დნიპროსა და დესნიანის რაიონებში დაშავდა მინიმუმ 14 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი