
პირველი ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 484 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 992 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
დღეს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ამ დღეს კიევში რუსულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 1 ბავშვი ემსხვერპლა.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 462; ხარკოვის ოლქში - 279, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 66, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 103, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 71.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.