რუსებმა ხერსონის ოლქის რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დღის განმავლობაში რუსებმა ხერსონის ოლქის ქალაქებსა და სოფლებს დაარტყეს, რის შედეგადაც 70 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ მცირე სამი პირი კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

"რუსულმა თვითმფრინავებმა დაესხნენ პურის ქარხანას ბერისლავში. ქალაქში ორი დარტყმა მოხდა. ორი მამაკაცი, 57 და 20 წლის, მსუბუქად დაშავდა თავდასხმის შედეგად.

რუსულმა არმიამ ნაღმტყორცნებიდან ესროლა ქალაქს, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის" - წერს პროკუდინი.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ნოვა კახოვკას რაიონის სოფელ კოზაცკეზეც განხორციელდა.

ნოვა კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა, როდესაც ოკუპანტებმა ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, რომელთაგან სამი მიმართული იყო კოზაცკეზე, ერთი კი ნოვა კახოვკაზე. მომხდარის სედეგად დანგრა სხვადასხვა ობიექტები და დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ერთ-ერთი ბომბი ნოვა კახოვკას საკრებულოს მე-3 საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სულ მცირე სამი კერძო სახლი დაინგრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი