
ხარკოვის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთ სასწავლო განყოფილებაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 იუნკერი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერმა დმიტრო ჩუბენკო განაცხადა, რომ აფეთქება გუშინ, 31 მაისს შუადღეს მოხდა.
"ორი იუნკერი, 21 და 22 წლის, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მანქანაში. გზა საავადმყოფოსკენ" - განაცხადა ჩუბენკომ.
მისივე თქმით, აფეთქების შედეგად 20 წლის იუნკერიც დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.