
რუსეთის ფედერაციამ შავ ზღვაში სარაკეტო მატარებლების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა. საბრძოლო მოვალეობას ახორციელებს ფრეგატი Admiral Essen. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი"
ავრცელებს.
"18:00 საათისთვის ზღვაში არის 2 ზედაპირული და 2 წყალქვეშა რაკეტამზიდი. ჯამურმა ზალვომ შეიძლება მიაღწიოს 24 კალიბრის რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რაკეტის საფრთხის დონე რჩება უკიდურესად მაღალი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 1 ივნისის დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში დაფიქსირდა მტრის სამი სარაკეტო მატარებლის არსებობა, რომელთა ჯამური სალვო 16 კალიბრამდე იყო.