
ღამით უკრაინაში საჰაერო განგაში იყო, რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს დედაქალაქ კიევს. მერმა, ვიტალი კლიჩკომ 05:04 საათზე დაწერა, რომ დონეცკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტები ნახეს, ასევე პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, 2 ივნისის ღამეს რუსებმა კიევს 15 ფრთოსანი რაკეტით და 18 "შაჰიდით" შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი მტრის ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
შეარაღებული ძალების გენშტაბი ამბობს, რომ ინფორმაცია ზუსტდება.
მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ თქვა, რომ 2 ივნისის ღამეს კიევისა და დედაქალაქის მიმდებარე საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვამ აღმოაჩინა და გაანადგურა სხვადასხვა ტიპის 30-ზე მეტი საჰაერო სამიზნე.