მივმართავთ ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს ყოფილი მთავარსარდალი - ედუარდ ლეონოვი მოხალისეებთან ერთად

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ერთ-ერთი ცნობილი უკრაინული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, ედუარდ ლეონოვი ითხოვს. 

მან ვიდეომიმართვა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებისადმი მოხალისეებთან ერთად ჩაწერა და საქართველოს პრეზიდენტს - როგორც მთავარსარდალს მოუწოდა, გაათავისუფლოს მისი წინამორბედი, რომელმაც 2008 წელს ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა.

"ჩვენ უკრაინელი მებრძოლები, რომლებთანაც ერთად მხარდამხარ იბრძვიან ჩვენი ქართველი ძმები, მივმართავთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს, დაიწყონ პროცედურები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. რომელიც არის უკრაინის მოქალაქე. მივმართავთ საქართველოს ამჟამინდელ მთავარსარდალს, გაათავისუფლოს ყოფილი მთავარსარდალი, რომელი 2008 წელს არ დანებდა რუსებს, იბრძოლა ბოლომდე . ჩვენ ის აქ გვჭირდება, რომ ერთად გავათავისუფლოთ ყირიმი, უკრაინა და საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან" - ამბობს ედუარდ ლეონოვი უკრაინის მოხალისეთა ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი