რუსეთს ბახმუტის აღების მცდელობა 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა - Sky News

გამოქვეყნდა:

რუსეთს ბახმუტის აღების მცდელობისას 60 000-ზე მეტი სამხედრო დაეღუპა და დაეჭრა. ამის შესახებ Sky news-ს ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ისაუბრა.

ოფიციალურმა პირმა, ასევე, თქვა, რომ რუსეთის დანაკარგების ჯამური რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს და არ არის ნიშნები, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უახლოეს კვირებში დაიწყოს. გასულ თვეს კრემლმა განაცხადა, რომ აირეს ბახმუტი, დაახლოებით ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღება, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 მსხვერპლი (დაღუპული და დაშავებული) ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ხედავენ, რომ ბახმუტიდან გადიან "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები. მათი შეფასებით, ამ ძალოვანი ელემენტების ჩანაცვლება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას რუსეთის ისედაც გადატვირთული რეგულარული ძალებისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი