
შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პარალტამ - ნაციონალურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მესამე ქვეყნების მიერ, მათ განკარგულებაში არსებული შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებდა
კენჭისყრის შედეგები იყო - 98 ხმით, 75-ის წინააღმდეგ, ორმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
მედია წერს, რომ მიუხედავად ამისა იარაღის გადაცემაზე მსჯელობა ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გაგრძელდება. პარლამენტში ამ თემაზე რამდენიმე წინადადება განიხილება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ მიმართა შვეიცარიას თხოვნით, დაუშვას კიევისთვის შვეიცარიული იარაღის გადაცემა, რომელიც მათ არსენალში აქვთ.
გერმანიას, მაგალითად, სურდა უკრაინაში გადაეტანა გეპარდის საზენიტო დანადგარების საბრძოლო მასალა, ასევე ტყვიამფრქვევის საბრძოლო მასალა. დანიამ მიმართა ბერნს უკრაინაში Piranha III-ის ჯავშანტექნიკის მიწოდების ნებართვისთვის. თუმცა, შვეიცარიამ ორივე განაცხადი უარყო.