რუსები ოკუპირებული ზაპორიჟიეს რეგიონიდან ბავშვების მასობრივ დეპორტაციას ამზადებენ

გამოქვეყნდა:

რუსები ოკუპირებული ზაპორიჟიეს რეგიონიდან ბავშვების მასობრივი დეპორტაციისთვის ემზადებიან. როგორც უკრაინულ მედიას, ზაპოროჟიე რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იური მალაშკომ განუცხადა, ისინი ბავშვები გაყვანას  ყირიმში ან რუსეთში "რეაბილიტაციისთვის" გეგმავენ. 

"ეს ("ევაკუაცია") ნელ-ნელა გრძელდება, ვიცი, რომ დროდადრო მოძრაობს დაახლოებით 2-3 სასკოლო ავტობუსი ხალხით. დაახლოებით 2-3 კვირის წინ რუსებმა გადაწყვიტეს ბავშვების ვითომ "რეაბილიტაციისთვის" გამგზავრება ოკუპირებულ ყირიმში ან რუსეთში. ძალიან უხეში შეფასებები გვაქვს: ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 10 000 ბავშვის გაყვანა შეიძლება ამ გზით" - აცხადებს მალაშკო

მისი თქმით, ზაპორიჟეის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში სულ მცირე 600-700 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი