დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტის მიდამოებში ძლიერი აფეთქებებია

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტის მიდამოებში ძლიერი აფეთქებებია. როგორც ბერდიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური Telegram არხზე წერს, რომ არის დარტყმები რუსების პოზიციებზე.

სოციალურ ქსელში ძლიერი აფეთქების მომენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. მსხვერპლისა და და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აფეთქებას გამოეხმაურა ქალაქში რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა, რომელმაც თავდასხმა დაადასტურა. რუსული პროპაგანდისტული "რია" წერს, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღნიშნულზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი