თუ კრემლთან თანამშრომლობ, მაშინ შენდეროვიჩის მსგავს ანტიპუტინისტებს ქვეყანაში ვერ შემოუშვებ - კუროპტევი

გამოქვეყნდა:

"შენდეროვიჩი 1999 წლიდან პუტინის მოწინააღმდეგეა, რადგან არ შეიძლება КГБ-შნიკის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ნორმალურ ადამიანს უხაროდეს. შენდეროვიჩი რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს რუსეთს მწვავედ აკრიტიკებ და საქართველოს გვერდით იდგა, მისი არ შემოშვება დღეს ქვეყანაში არანაირად არ არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. 

ბოლო ნახევარი წელიწადია ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს. თუ შენ კრემლთან თანამშრომლობ, რომელიც ათასობით ადამიანს კლავს უკრაინაში, მაშინ მართალია, შენდეროვიჩის მსგავს ანტიპუტინისტებს შენს ქვეყანაში ვერ შემოუშვებ," 

ამბობს პუტინის კრიტიკოსი, ფონდი "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი, იგორ კუროპტევი საქართველოში ვიქტორ შენდეროვიჩის არ შემოშვების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი