კრემლმა გაითვალისწინა ფაშინიანის განცხადება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციაზე - პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლში გაითვალისწინეს სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

პესკოვის ამ განცხადებას წინ უძღოდა სომხეთის პრემიერმინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა რომ უკრაინასთან ომში სომხეთი არ არის მოსკოვის მოკავშირე.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის ირგვლივ კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ვიცით", - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, მოსკოვი აგრძელებს სომხეთთან მოკავშირული ურთიერთობების განვითარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი