სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ მან 4 მაისს ჩეხეთში ვიზიტისას  ჩეხურ ტელეარხ CNN Prima News-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მასალა ოთხშაბათს გამოქვეყნდა

"ეს არასდროს გვითქვამს ხმამაღლა, მაგრამ ვფიქრობ, შესამჩნევია: უკრაინასთან ომში ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე. და ჩვენი შეგრძნება ამ ომისგან, ამ კონფლიქტისგან არის შფოთვა, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყველა ურთიერთობაზე", - თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მაშინ, როცა დასავლეთში ერევანი მოსკოვის მოკავშირედ ითვლება, თავად მოსკოვს განსხვავებული აზრი აქვს და "თურმე ამ სიტუაციაში არავის მოკავშირე არ ვართ, რაც ნიშნავს, რომ დაუცველები ვართ".

ფაშინიანი ამბობს, რომ აქვთ ბევრი საზრუნავი, რაც არ აძლევთ საშუალებას, უფრო მეტად ჩაერთონ სხვა პრობლემების გადაჭრაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი