უნგრეთის მთავრობამ "სამშვიდობო" ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია

გამოქვეყნდა:

უნგრეთის ხელისუფლებამ "სამშვიდობო" ვიდეო გაავრცელა, რომელშიც დროებით ოკუპირებული ყირიმი, რუსეთის შემადგენლობაშია - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ათიათასობით ბავშვი დარჩა ობლად, ასობით ათასი სახლი დაინგრა, ათ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, მაგრამ ომი გრძელდება და შეიძლება ადვილად გახდეს გლობალური.

საკმარისია ომები, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია დაასრულოს ნგრევა, მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. მშვიდობის დრო დადგა", - ისმის ვიდეოში. 

ვიდეოს თან ახლავს დევნილი ბავშვებისა და ქალების უსათაურო ვიდეოები, ტანკები და უკრაინის რუკა, რომელიც არ მოიცავს ყირიმის ტერიტორიას.

ოფიციალურად, უნგრეთი, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას რუსეთის მიერ 2014 წელს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი