მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ერთი ფრაზა ვილნიუსის სამიტზე: „უკრაინა იქნება ნატოში ომის შემდეგ“? - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა WJS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს, როდის შეიძლება გაწევრიანდეს ალიანსში. ზელენსკის თქმით, მას ესმის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობა ომი მიმდინარეობისას, მაგრამ კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ უკრაინა ომის შემდეგ ალიანსში გაწევრიანდება.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ მიგვიღებენ ნატოში, ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით რამდენი სიცოცხლე ღირს ერთი ფრაზა ვილნიუსის სამიტზე: „უკრაინა იქნება ნატოში ამ ომის შემდეგ“, მას შემდეგ, რაც უსაფრთხო იქნება?" დასძინა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი