
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იჰნატის თქმით, 3-4 ივნისის ღამეს, უკრაინის ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად მოქმედ აეროდრომს ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა მოხვდა.
ინჰატს თავდასხმის შედეგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერდეს.
მანვე აღნშნა, რომ 4 ივნისს ღამით რუსული თავდასხმის შედეგად სუმის ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.