
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის თქმით, სვატოვის მიმართულებით უკრაინულ ჯარებს წარმატებული კონტრშეტევები ჰქონდათ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 4 ივნისს, სირსკი "ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ადგილას" იმყოფებოდა, თუმცა უწყებას ადგილი არ დაუკონკრეტებია.
"მინდა ხაზი გავუსვა ცალკეული მექანიზებული ბრიგადის 92-ე ქვედანაყოფის მუშაობას, რომელმაც არა მხოლოდ მოიგერია მტრის შეტევა სვატოვის მიმართულებით, არამედ წარმატებით შეუტია და 400 მეტრით წინ წაიწია", - თქვა სირსკიმ.