"ბახმუტში რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება" | დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ბახმუტში რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 7.5-ჯერ აღემატება. ამის შესახებ დანილოვმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

"პირველი სექტემბრიდან, როცა მოსკოვმა ბახმუტში ახალწვეულების გამოყენება დაიწყო, 22 816 [რუსი] სამხედრო დაიღუპა, ჩვენი დანაკარგები 7.5-ჯერ ნაკლებია. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ტერიტორიების დათმობის უფლება", - თქვა დანილოვმა.

უკრაინის მონაცემებით, რუსეთმა პირველი სექტემბრიდან დღემდე უკრაინაში 160 000 სამხედრო დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი