"გეგმებს დუმილი უყვარს" | უკრაინის თავდაცვის ცნობით, კონტრშეტევის დაწყების შესახებ განცხადება არ გაკეთდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც კონტრშეტევაზე მიანიშნებდნენ და აღნიშნავენ, რომ მისი დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს ტუჩებთან თითი უჭირავთ  წარწერით: "გეგმებს დუმილი უყვარს. არ იქნება განცხადება "დაიწყება". 

გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ალექსეი დანილოვმა იტალიურ გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინის სტრატეგია საზღვრების დაბრუნებაა და ტაქტიკა მუდმივად რეგულირდება.

მან აღნიშნა, რომ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა "მშვიდად ირჩევს, რა გააკეთოს". მან დაადასტურა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ შეიარაღებული ძალები მზად არიან კონტრშეტევისთვის.

ამავდროულად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები "იმოქმედებენ, როცა შესაფერისი მომენტი იქნება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი