რუსებმა უკრაინაში 485 ბავშვი მოკლეს, დაშავებულია 1 005-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

4 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 485 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 005 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 464; ხარკოვის ოლქში - 283, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 105, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი