ომის დაწყებიდან რუსეთმა უკვე 210 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 5 ივნიდამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 410 ჯარისკაცი, 11 ჯავშანტექნიკა, 12 საარტილერიო სისტემა და 11 ტანკი.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 210 350;
  • ​ტანკი - 3 848;
  • ჯავშანტექნიკა - 7 523;
  • საარტილერიო სისტემა - 3 567;
  • სარაკეტო სისტემა - 584;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 349;
  • თვითმფრინავები - 313;
  • ვერტმფრენი - 298;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 189;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 136;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 312;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 484.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი