პრიგოჟინის თქმით, "ვაგნერელბმა" აიყვანეს რუსი ოფიცერი, რომლის ჯარისკაცებიც მის სამხედროებს ესროდნენ

გამოქვეყნდა:

დაქირავებული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მის ჯარისკაცებს რუსეთის თავდაცვის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.

პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ შემთხვევა 17 მაისს, ბახმუტთან ახლოს, სოფელ სემიგორში მოხდა. მისი ინფორმაციით, "ვაგენერელბმა" გზაზე ნაღმები აღმოაჩინეს და გაწმენდა დაიწყეს, რა დროსაც რუსეთის თავდაცვის ძალების პოზიციებიდან მათი მიმართულებით სროლა დაიწყეს. 

ის ამბობს, რომ სროლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა "ვაგნერის" მანქანა "ურალი", მაგრამ დაჯგუფების არცერთი წევრი არ დაშავებულა. 

პრიგოჟინი ირწმუნება, რომ დააკავეს დამნაშავე - რუსი სამხედროების მეთაური, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.

პრიგოჟინმა ტელეგრამის არხზე ასევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს დაკავებული ლეიტენანტ-პოლოკოვნიკი, რომან ვენევიტინი, რომელმაც ვიდეოში საკუთარი თავი წარადგინა როგორც რუსეთის ჯარის 72-ე ბრიგადის ხელმძღვანელი. იგი ამბობს, რომ "ვაგნერელების" მიმართულებით ცეცხლის გახსნის მიზეზი პირადი დაპირისპირება იყო. 

დაკავებული ჯარისკაცის იდენტობა მოგვიანებით დაადასტურა საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ის ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ ვიდეოში აღბეჭდილი პირი ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოფიცერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი